Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა

5a0c2d9e15c13
დავით ჯალაღონია
15.11.17 16:04
824
მთავრობამ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განსახილველად პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი; გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გარდა ამისა, კანონის მიღების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებისა და რეორგანიზაციის შედეგად, შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

ამასთან, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს დაზვერვის სამსახური.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურული ოპტიმიზაცია.

ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული რეფორმების შედეგად.