Home
Category
TV Live Menu

შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფმა მაღალი რისკის დაახლოებით 20 საწარმო შეამოწმა

595f6f7235c4c
სალომე მეცხვარიშვილი
07.07.17 15:22
815
შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფმა მაღალი რისკის დაახლოებით 20 საწარმო შეამოწმა. ამის შესახებ „საქმის კურსს“ შრომის ინსპექციის ხელძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა წლის ბოლომდე 400-მდე საწარმო უნდა შეამოწმოს.

როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, შემოწმებულია ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულის მაღაროები, ასევე ატრაქციონების პარკი "ციცინათელა", Black Sea Arena და ა.შ.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, არის საწარმოები, რომლებშიც აღმოჩენილი დარღვევები არაარსებითია, თუმცა, აღმოჩენილია სერიოზული გადაცდომებიც, რასთან დაკავშირებითაც კომპანიებს შრომის ინსპექციისგან რეკომენდაციები მიეცათ.

ელზა ჯგერენაიას თქმით, შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების მიმართულებებს სწავლობს, ტექნიკური ზედამხედველობა კი ტექნიკურ გამართულობას.

მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი მაისში შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მაღაროში მაისში 3 მუშა დაიღუპა.

Subscribe to our news

Get the main news of the day