ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინ წინ არ ყოფილა, რაც ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბორჯომში დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია.
"იდეალური ამინდი იყო დილით, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოგვეხდინა. დაახლოებით 10 საათზე ამოვარდა ძლიერი ქარი. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინ წინ არ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, მთელი ძალით ჩართული ვართ ხანძრის ლოკალიზების პროცესში",- აცხადებს მინისტრი.