Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“შუახევი ჰესი” - $550-მილიონიანი პროექტი

BM.GE
01.11.22 10:27
151
შუახევი ჰესი დღემდე ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს ქართულ ენერგო სექტორში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 550 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროექტის ინვესტორებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power. პროექტი დაფინანსებულია წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა, მას შემდეგ ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე.

შუახევი ჰესი ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას. შუახევიჰესი ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს. იანვრიდან დღემდე შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 372 მგვტ შეადგინა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ, დღეს BMG-ს სტუმარია, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, რაკეშ ნაიკი.

სტუმარი: რაკეშ ნაიკი - "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day