საქართველოში შვეიცარიის ელჩის ლუკას ბეგლინგერის შეფასებით, "დეცენტრალიზაციის გარეშე არ არსებობს მდგარდი განვითარება". ამის შესახებ ელჩმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის შეფასებისას განაცხადა, რომლის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
"ძალიან დიდ ხანია, რაც შვეიცარია ავსტრიასთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას, რომ მოხდეს ადგილობრივი თვიმმართველობების დეცენტრალიზაცია, რადგან დეცენტრალიზაციის გარეშე არ არსებობს მდგრადი განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენციები და ფინანსები გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს და ამას შემდეგ მოჰყვება უნარების განვითარება", - განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: თვითმმართველობების უფლებამოსილების გაფართოება, ეფექტიანობისთვის მეტი რესურსი, გამჭვირვალობის და ანგარშვალდებულების მაღალი სტანდარტი - ეს არის ის სამი ძირითადი მიმართულება, რომელსაც დეცენტრალიზაციის ახალი ხედვა ემყარება. მთავრობამ 8-წლიანი სტრატეგიის ძირითადი ნაწილი წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.