შვეიცარიული საათების ექსპორტი გასულ წელს 9,9%-ით დაეცა, რაც 7 წლის მანძილზე ყველაზე დიდ ვარდნად დასახელდა, - აღნიშნულის შესახებ შვეიცარიული საათების ინდუსტრიის ფედერაცია ადასტურებს.
გასულ წელს შვეიცარიული საათების ექსპორტის მოცულობამ 19,4 მილიარდი შვეიცარული ფრანკი ($19,4 მილიარდი) შეადგინა. 2016 წლის მონაცემებით, დაფიქსირებული ექსპორტის ვარდნა 2009 წლიდან მაქსიმალური იყო, როდესაც შვეიცარიული საათების ექსპორტი გლობალური კრიზის ფონზე 22%-ით შემცირდა.
გასულ წელს შვეიცარიული საათები კომპანიებმა 25,4 მილიონი საათის ექსპორტი განახორციელეს.
გასული წლის დეკემბერში შვეიცარიული საათების ექსპორტი 4,6%-ით 1,66 მილიარდ ფრანკამდე შემცირდა. გასულ თვეში შვეიცარიული საათების მიწოდება ჰონგ-კონგში 15,7%-ით 209 მილიონ ფრანკამდე, დიდ ბრიტანეთში - 7,8%-ით, 97 მილიონი ფრანკამდე, ხოლო სინგაპურში - 9,7% -ით, 92.6 მილიონი ფრანკამდე დაეცა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი შვეიცარიული საათების ექსპორტი 10,9%-ით 179 მილიონ ფრანკამდე, ჩინეთში - 27,6%-ით 140 მილიონ ფრანკამდე და იაპონიაში 3,9%-ით 99 მილიონ ფრანკამდე გაიზარდა.