სილამაზის სალონები, რომლებიც სპეციალურად დაწესებულ ჰიგიენურ და სანიტარულ ნორმებს ვერ დააკმაყოფილებენ დაჯარიმდებიან. როგორც თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა ბიზნესკონტრაქტს განუმარტა, ამ ეტაპზე სალონების მხოლოდ საპოლოტე რეჟიმში შემოწმება მიმდინარეობდა, რადგან უწყებას არ ჰქონდა ოფიციალური საჯარიმო ოქმი, რომელიც დღეს დამტკიცდა. ციცო დილებაშვილის განცხადებით, ჯარიმები იურიდიული და ფიზიკური პირების შემთხვევაში განსხვავებული იქნება და ის საშუალოდ 50-დან 100 ლარამდე იქნება.
პირველი მოთხოვნა, რომელიც სილამაზის სალონებს უწესდებათ რეგისტრაციაა, - სავალადებულო რეგისტრაცია ობიექტებს პირველ ოქტომბრამდე უნდა განეხორციელებინათ და ამ დრომდე 3200-ზე მეტმა სალონმა დაარეგისტრირა საკუთარი საქმიანობა. იმ სალონების შემტხვევაში, რომელსაც რეგისტრაცია არ გაუვლია „უვადო ჯარიმა“ დაწესდება.
„ჩვენ სიალამზის სალონებში სპეციალური კითხვარით დავდივართ, რომელიც დაავადებათა კონროლის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა და ჩვენმა სამსახურმა დაამტკიცა. თუ იმ კითხვარში იქნება უარყოფითი პასუხი, რომ ამას არ ვაკეთებთ, - პირველ ჯერზე ობიექტს არ ვაჯარიმებთ, ვაძლევთ რეკომენდაცებს, შემდეგ მათთან შეთანხმებით ვაძლევთ გონივრულ ვადას და თუ ამ ვადებში არ გამოასწორებს სალონი მდგომარეობას დაიწერება საჯარიმო ოქმი“, - ამბობს ციცო დილებაშვილი.
მისივე განცხადებით, სალონებს სხვადსხვა ჰიგიენური ნორმების დაცვს ვალდებულება ეკისრებათ, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების დეზინფექცია/სტერილიზაციას და მათ შემდგომ შენახვას გულისხმობს.