მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონი ველი თბილისი" დაინტერესებულ პირებს ძირითადად ამერიკულ კომპანიებში დასაქმებას სთავაზობს-ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" მაღალტექნოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცადა.
მისი თქმით, მსგავსი ფორმატით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში 100 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული.
"ცენტრმა უკვე შექმნა ერთიანი საინფორმაცია ბაზა, საიდანაც ხდება მომუშავეების დასაქმება. ამ დროისთვის ძირითადი ბაზარი ამერიკაა, რომელიც ამ სამუშაოების 70%-ის მომწოდებელია"-აცხადებს ბატიაშვილი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცენტრი 1 მილიონამდე ვაკანტურ ადგილს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს „სილიკონ ველი თბილისი“ შემდეგ შაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას გამართავს.