ამ კვირის მთავარი ბიზნესმოვლენა გამახსენდა, რომელიც ალბათ მაინც "სილქნეტისა" და SAS Software-ის სტრატეგიული პარტნიორობა გახდა. SAS Software-ი მომხმარებლის მონაცემთა სფეროში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა, რაც სილქნეტს შესაძლებლობას უქმნის, საკუთარ აბონენტებს უშუალოდ მათ სურვილებზე მორგებული პაკეტები და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს - მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის მეშვეობით. თუმცა, სილქნეტისა და SAS Software-ის პარტნიორობის სარგებელი ერთ კომპანიას ცდება და როგორც ჩანს, პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს მთელს ციფრულ გარემოზე.