„სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, დაუბრუნდა კომპანიას სასტუმრო „რადისონის“ წინ მდებარე ტერიტორია, რომლზეც წინა ხელისფლებას საბაგიროს გაკეთება სურდა.
„თბილისში წინა მერიის დროს ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა, რადგან გადაწყვეტილი იყო გაეკეთებინათ საბაგირო ჩვენს მოედანზე, სასტუმროდან 10 მეტრში, რაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების უხეში დარღვევა იქნებოდა, თვითონ თბილისი დამახინჯდებოდა. ამხელა აგრეგატს რუსთაველის თავზე უნდა გადაევლო, დაგვჭირდა უამრავი ბრძოლა და წვალება და დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და მას მინდა მადლობა ვუთხრა რომ დაგვიბრუნეს ეს ცენტრი“, - აღნიშნა რამიშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ბიზნესისადმი, საზოგადოების ინფორმირების შესახებ, გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო გულწრფელი საუბარი, რომელიც ზეწოლად არ აღიქმებოდა.