კომპანია სილქნეტი 6 ქართულ არხთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე აცხადებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ არხებთან - რუსთავი 2, მაესტრო, იმედი, ჯი-დი-ესი, მარაო და კომედი არხი მოლაპარაკებები დასრულდა და სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება აღნიშნული არხები.
ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი.