“სილქნეტი” თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენია
BM.GE
23.12.22 12:50
• 153
ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო 16 თებერვლიდან უმასპინძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც ბოლო ათი წელია ზამთრის სპორტის სახეობების მთავარი მხარდამჭერია საქართველოში და ასევე ის სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და კომპანია სილქნეტის სამეთვარყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა. ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის საქართველომ 2018 წლიდან დაიწყო მზადება, მას მერე რაც საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ კონგრესზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩვენს ქვეყანას ნდობა გამოუცხადა.