Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სიმძლავრის პირველ აუქციონზე განაცხადების მიღება დასრულდა - რა შედეგებს ველოდებით?

BM.GE
29.03.23 10:44
59
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სიმძლავრის 300 მაგავატის აუქციონები დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა მოხდა დახურული კონვერტის სახით. "წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები,"- განმარტავს სამინისტრო. განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი

Subscribe to our news

Get the main news of the day