Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“სიმეტრიას” საინვესტიციო პროექტები რაჭაში

BM.GE
04.05.23 14:56
59
შოვში, $140 მილიონიანი ინვესტიციით, სამი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება. როგორც კომპანია “სიმეტრიაში” აცხადებენ, სამი მოთამაშის ყაზახური ბიზნეს-ჯგუფი „ევრაზია ინვესტმენტისა” და ორი ქართველი ინვესტორის მიერ იგეგმება სამი დიდი სასტუმროს მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სამივე იქნება საერთაშორისო დონის ბრენდი და ადგილზე შეიქმნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კურორტი ოთხ სეზონიანი გახდეს. ამ ეტაპზე ყაზახური ბიზნეს-ჯგუფი და ქართველი მსხვილი მესაკუთრეები მუშაობენ, რომ შოვის განაშენიანება ერთი გეგმის მიხედვით მოხდეს.

სტუმარი: ირაკლი ბერეკაშვილი - ფასეული უძრავი ქონების კომპანია “სიმეტრიას” საინვესტიციო პროექტების დირექტორი;