ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაა მოსალოდნელი. როგორც ჩალაგაშვილმა „ბიზნესკონტრაქტთან“საუბრისას განაცხადა, თუკი არ მოხდება ტარიფის ცვლილება გახშირდება ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები.
"ან ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაძირდეს, რომ სისტემა არ დაინგრეს, ან უნდა გახშირდეს გრაფიკით გათიშვები. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ამაზეა საუბარი, რომ ბევრგან ერთდროულად ხდება გათიშვები, შეუძლებელია ეს ყველაფერი მხოლოდ ავარიებით იყოს გამოწვეული.
ენერგო-პროს წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ არ განახორციელეს იმდენი ინვესტიიციის ჩადება განაცხადაში რაც საჭირო იყო. ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა რომ სისტემა არ დაინგრეს ტარიფი უნდა იყოს იმდენი, რამდენიც მისი შენარჩუნებისთვის არის საჭირო, ამისთვის შემოსავალიც მოსახლეობის ადეკვატური უნდა იყოს“, - ამბობს ჩალაგაშვილი.