Home
Category
TV Live Menu

სისტემა, რომლითაც სალათის ფურცლის მოსავალს წელიწადში 15-ჯერ აიღებთ - კომპანია Bubble Stack გაყიდვებს იწყებს

592ffa4354615
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.17 15:24
1061
კომპანია BubbleStack, რომელმაც მცენარეების ნიადაგის გარეშე, წყალში მოსავლის მოყვანის ავტომატიზებული სისტემა შექმნა, გაყიდვებს იწყებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჩხიკვიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ სისტემის გაყიდვას მიმდინარე თვიდან დაიწყებენ.

"ჰიდროფონიკული სისტემა არის საკმაოდ ინოვაციური სისტემა, რომელიც გულისხმობს მცენარეების მოყვანას ნიადაგის გარეშე. მცენარეები არის პირდაპირ წყალში, რომელშიც გახსნილია მინერალები და საკვები ნივთიერერები, რაც მცენარეს სჭირდება. ასეთ პირობებში მცენარე იზრდება გაცილებით სწრაფად. მიწასთან შედარებით ჩვენ გვაქვს 20%-30%-იანი გაუმჯობესება სისწრაფეში, გაუმჯობესებული გემოვნური თვისებები და კვებითი ღირებულება, რამდენადაც დაბალანსებულად მიეწოდება ჟანგბადიც და მინერალებიც. ჩვენი სტარტაპის იდეა მდგომარეობს ამ სისტემის ავტომატიზაციაში. არის ძალიან ბევრი პარამეტრი, რომელიც ყოველდღიურად უნდა კონტროლდებოდეს. ცოდნა და გამოცილება მომხმარებელს ამ შემთხევაში სჭირდება მინიმალურად.

ჩვენ გვაქვს ლაბორატორია, სადაც ვტესტავთ სხვადასხვა მცენარეს. უკვე წარმატებით გავტესტეთ რამდენიმე კულტურა, მათ შორის, სალათის ფურცელი, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ბაზილი, რუკოლა. ახლა მიდის მარწყვის ტესტირება, რამდენადაც ის მრწავალწლიანი კულტურაა და სხვა პირობები სჭირდება",- აცხადებს ნიკა ჩხიკვიშვილი.

მისივე თქმით, გატესტვის შემდეგ მზადდება სპეციალური რეცეპტები კონკრეტული კულტურების მოვლისთვის, რომლის შეძენაც მთლიან სისტემასთან ერთად არის შესაძლებელი.

როგორც ნიკა ჩხიკვიშვილოი განმარტავს, ამ სისტემით მაგალითად სალათის ფურცლის მოყვანა წელიწადში 15-ჯერ არის შესაძლებელი, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ პირობებში სალათის ფურცლის მოსავალი წელიწადში მხოლოდ სამჯერ მოდის.

კომპანიის მიერ წარმოებული ერთი სისტემის შეძენა 2 ათასი დოლარიდან არის შესაძლებელი, ერთ ობიექტზე 450 ძირი კულტურა მოდის.

კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით დაინტერესება უკვე საკმაოდ დიდია და მისი შესყიდვით დაინტერესებული არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც აქამდე სოფლის მეურნეობასთან შეხება საერთოდ არ ჰქონიათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day