Home
Category
TV Live Menu

"სითი ინსტიტუტი" კახა კალაძის მოთხოვნას ეთანხმება

5a589d438fe1e
დავით ჯალაღონია
12.01.18 15:32
889
"სითი ინსტიტუტი-საქართველო“ თბილისის მერის კახა კალაძის  მოთხოვნას  ეთანხმება. ამის შესახებ Bm-ge-ს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

„მერის მხრიდან ძალიან კონსტრუქციული განცხადება იყო. ეს სწორი პოზიციაა. თუ მერიას გენერალურ გეგმაში მოცემული ფუნქციური ზონირების რუკასთან დაკავშირებით კიდევ დამატებით დასაბუთება სჭირდება, ჩვენ დავასაბუთებთ. ვადებს რაც შეეხება, დღის ბოლომდე ჩვენ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსთან და ალბათ, მერის მოადგილესთან შეხვედრა გვექნება და ამ საკითხზე შევთანხმდებით. ჩვენ გუნდშიც უნდა ჩამოვყალიბდეთ ვადებთან დაკავშირებით, ვიდრე თარიღს გავაჟღერებთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

კითხვაზე, რამდენად ითვალისწინებს გენერალური გეგმა კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას, ვიდრე ეს „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ იყო მერიაში წარდგენილი, სალუქვაძემ განაცხადა, რომ ეს უფრო ზოგადი ხასიათის დოკუმენტია.

"ჩვენ რაც ვიცოდით და როგორც გვექონა, ისე მივაწოდეთ მასალები“, - აღნიშნა სალუქვაძემ და დასძინა, რომ რადგან მერია ცალკეულ საკითხებზე მეტ დასაბუთებას ითხოვს, ამ ინფორმაციის წარდგენა გარკვეულ ვადებში პრობლემა არ იქნება.

"გენერალური გეგმის მე-6 ეტაპის მასალებში, ზონირების რუკაზე თავმოყრილია ყველა ის საკითხი, რაც მთელ დოკუმენტშია მიმოხილული. საკმაოდ ბევრი შეთავაზებაა გაკეთებული, თუნდაც სატრანსპორტო მიმართულებით - განივი კავშირები, ახალი მაგისტრალები, სარკინიგზო ხაზის გადატანა და ა.შ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სატრანსპორტო „მასტერ პლანს“ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, მისი არსით არ ითვალისწინებს. ის კიდევ ცალკე, ასეთივე შრომატევადი და დამოუკიდებელი დოკუმენტია", - განმარტა სალუქვაძემ,

რაც შეეხება მერიის მიერ „სითი ინსტიტუტი-საქართველოსთვის“ დაკისრებულ 145 600 ლარიან ჯარიმას, რაც მერიის ინფორმაციით, კომპანიას დოკუმენტში არსებული ხარჯეზების გათვალისწინებით დაეკისრა, როგორც მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, მისთვის ჯარიმის საფუძველი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
„ამ ჯარიმასთან დაკავშირებით მერიას მივწერეთ და განმარტებას ველოდებით. სხვადასხვა საკითხებზე სამი-ოთხჯერ გამოგზავნილი წერილი, ჯარიმის საფუძველი არ ხდება. ჯარიმის გამოყენება იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებითი შენიშვნების შემდეგ, ხარვეზი არ აღმოიფხვრება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ჯარიმა დასაბუთებას საჭიროებს“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მერიამ გენერალური გეგმის ავტორებს შესრულებული სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე გადაუხადა და დარჩენილი მასალების ჩაბარების შემდეგ, 800 ათას ლარს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მერიამ „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულების თარიღის დასახელება დღის ბოლომდე მოსთხოვა.
"გაწეულია მნიშვნელოანი სამუშაოები და მისი ნაწილი გამოსადეგია ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა დოკუმენტი დაუსრულებელია. გენგეგმის ამ ფორმით მიღებამ ქალაქს პრობლრმა არ უნდა შეუქმნას.

კომპანიას რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა მეექვსე დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნლ სტანდარტებს. ხელშეკრულების თანახმად, დღეს გვეწურება ვადა რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა ამ გეგმას მერია.

ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას, ვერ მივცემთ თავს ნებას მივიღოთ არასრული დოკუმენტი. ვითვალისწინებთ სამუშაობეს რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ გაწია ამ პროცესში და კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როდის წარადგენენ ამ დოკუმენტს. სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day