Home
Category
TV Live Menu

"სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს განმეორებითი საჩივრით მიმართავს

5873579746e59
სალომე მეცხვარიშვილი
09.01.17 13:50
1052
ავტოიმპორტიორი "სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს განმეორებითი საჩივრით მიმართავს. როგორც „სიტროენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა გიორგი შარაშიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს საჩივარი არსებითად არ განუხილავს, რადგანაც განაცხადს ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა.

„მათ გვითხრეს, რომ სჭირდებათ იურიდიულად მეტი სამხილი. ტექნიკური პრობლემა იყო საჩივარში და არა ის, რომ განიხილეს და ვერ აღმოაჩინეს დარღვევა“,- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

მისი განცხადებით, ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ხელახალი საჩივარი კონკურენციის სააგენტოში 2 დღეში შევა.

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარზე მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა მოკვლევის დაწყებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ერთი მხრივ, შპს "სიტროენ ჯორჯია" არ წარმოადგენდა სათანადო მომჩივანს; ხოლო მეორე მხრივ, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ გონივრული ეჭვის სტანდარტს.

ერთი მხრივ, კომპანია ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვებისას კარტელურ შეთანხმებაზე ჩიოდა, ხოლო, მეორე მხრივ, "სიტროენი" სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებდა კონკურენციის შეზღუდვაში.

მანამდე კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში სხვადასხვა კომპანიები შეთანხმებული ქმედებებით ხელს უშლიან, ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას.

Subscribe to our news

Get the main news of the day