Home
Category
TV Live Menu

"სიტროენ ჯორჯია" საქართველოში სერვისცენტრს ხსნის

5876414747ba0
BM.GE
11.01.17 18:29
1122
"სიტროენ ჯორჯია" საქართველოში სერვისცენტრს ხსნის. ცენტრის გახსნა 17 თებერვალსაა დაგეგმილი. როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე აცხადებს, სერვისცენტრი ბელიაშვილის ქუჩაზე N5 -ში გაიხსნება.

კომპანიაში მოხდება როგორც ავტომობილების რეალიზაცია, ასევე გაყიდვის შემდგომი მომსახურება.

"ეს იქნება გრძელვადიანი, სტაბილური ფასები, რომლებიც რეალურად შეცვლის ბაზარს. თითქმის 20%-ით დაბალი ფასები იქნება ჩვენთან წარმოდგენილი. ფასები დაბალი არაფრის ხარჯზე არ იქნება, უბრალოდ, მარჟა არ იქნება ძალიან მაღალი. მანქანის გაყიდვაში კი არ უნდა მოიგო 40 ათასი ლარი, არამედ, უბრალოდ მეტი მანქანა უნდა გაყიდო და შესაბამისად, მეტი სერვისის მომხმარებელიც გეყოლება",- აცხადებს გიორგი შარაშიძე.

გახსნის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საჯარო და კერძო უწყებებს მიაწოდა.

"საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი მომსახურება-სერვისი. მომსახურების სერვის-ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ავტო-დიაგნოსტიკური და მექნიკური დანადგარებით, რომლებიც მომწოდებელი ავტომობილების მოთხოვნის საფუძველზეა გამართული და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს",-აცხადებენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day