შპს "სიტროენ ჯორჯია" საქართველოში "სიტროენის" ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, კომპანია PSA Group-ის ოფიციალური დილერი გახდა, რომელიც "სიტროენს", "პეჟოსა" და DS-ის ავტომობილების მწარმოებელია.
„სიტროენ ჯორჯია“ საქართველოში ექსკლუზიურად შემოიყვანს "სიტროენისა" და DS-ის მოდელებს.
როგორც გიორგი შარაშიძე აცხადებს, დეკემბერში თბილისში „სიტროენის“ ცენტრიც გაიხსნება. მისი განცხადებით, ცენტრი ბელიაშვილზე იფუქციონირებს. ამჟამად შენობაში რემონტი მიმდინარეობს, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება.