Home
Category
TV Live Menu

"სიტროენ ჯორჯიას" საჩივარზე მოკვლევის დაწყებაზე კონკურენციის სააგენტომ უარი განაცხადა

586df65e092b3
BM.GE
05.01.17 12:22
1133
კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარზე მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა მოკვლევის დაწყებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ერთი მხრივ, შპს "სიტროენ ჯორჯია" არ წარმოადგენდა სათანადო მომჩივანს; ხოლო მეორე მხრივ, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ გონივრული ეჭვის სტანდარტს.

საქართველოში "სიტროენის" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით ოქტომბერში მიმართა. "სიტროენი" კონკურენციის შესახებ კანონის ორი მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა, ესენია: კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-10 მუხლები. ერთი მხრივ, კომპანია ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვებისას კარტელურ შეთანხმებაზე ჩიოდა, ხოლო, მეორე მხრივ, "სიტროენი" სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებდა კონკურენციის შეზღუდვაში.

მანამდე კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში სხვადასხვა კომპანიები შეთანხმებული ქმედებებით ხელს უშლიან, ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას.

Subscribe to our news

Get the main news of the day