Home
Category
TV Live Menu

"სივრცითი მოწყობის ფარგლებში 2500-მდე პროექტი განხორციელდება, რაც 40 000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის"

58edd5ce5e51b
ელენე გოგბერაშვილი
12.04.17 11:21
690
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, - სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია. გეგმა გულისხმობს, 2017-2020 წლებში მასშტაბური და შიდა სახელმწიფოებრივი პროექტების განხოციელებას.

"განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები, - გზები, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულების.
2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით. აშენდება 7 ახალი ევრო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი.

2500-მდე პროექტის განხორციელება პირდაპირ შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.


Subscribe to our news

Get the main news of the day