Home
Category
TV Live Menu

სკოლებში აზარტული სამაგიდე თამაშები შეიტანეს

5a68aada378ab
მეგი კავთუაშვილი
24.01.18 19:43
1349
სკოლებში სამაგიდე თამაშები უკვე შეტანილია და მას დამხმარე რესურსად იყენებენ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი, რომელიც თამაშით სწავლებას გულისხმობს ძირითადად რეგიონის სკოლებში მიმდინარეობს და მას ქართულისა და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები იყენებენ.

"ისწავლე მეტი ხალისით" განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით დაინერგა. სპეციალურად ამ პროექტისთვის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 90 ათასამდე ლარი გამოყო და სამ-ლოტიანი ტენდერით სამი სახის აზარტული თამაში შეიძინა. მათ შორის ერთი „თამაშობანას“ წარმოებული "აფორიზმობანაა“.

კომპანიის დამფუძნელის ნონა სონღულაშვილის ინფორმაციით, მათ განათლების სამინისტროს 2 000 ცალი სათამაშო მიაწოდეს. ერთი ცალის ფასი 18 ლარს შეადგენდა. თუმცა, კომპანიაში არ ფლობენ ინფორმაციას, როგორ იყენებენ სკოლებში მათ პროდუქტს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თამაშების მიზანი პირველ-მეოთხე კლასებში საგნობრივი უნარების განვითარებისთვის ხელშწყობაა. მეორე-მეექვსე კლასებში თამაში დამატებით მიზნად ისახავს თვლის უნარის განვითარებას, მონაცემების აღრიცხვასა და ანალიზს. ხოლო, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის სამინისტრომ ისეთი აზარტული თამაში შეარჩია, რომელიც ზოგადი წიგნიერების და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

Subscribe to our news

Get the main news of the day