Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სკოლებში უცხო ენას არასერტიფიცირებული პედაგოგებიც ასწავლიან

BM.GE
19.09.22 11:57
164

საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტის განათლების კომიტეტის 15 სექტემბრის სხდომაზე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. 

საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, ცვლილება ეხება სკოლებში უცხო ენების სწავლებას. პედაგოგთა საგნის გამოცდით სერტიფიცირება კი დღეს მხოლოდ ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენის სპეციალისტებს შეუძლიათ ეს იმ ფონზე, როცა სკოლებში უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მსურველმა მოსწავლეებმა სხვა უცხო ენა აირჩიონ. (იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური ავტ.). 


კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა, მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუროკრატიულ-ადმინისტრაციკული რესურსიც დაიზოგება. 

სტუმარი: მანანა რატიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day