Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სკოლის მოსწავლეებისთვის ეკონომიკის ოლიმპიადა იმართება

BM.GE
17.02.23 08:37
116
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ხვალ, 17 თებერვალს, სკოლებისთვის რეგისტრაცია სრულდება, ამიტომ ვისაც აქვს სურვილი ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების დარეგისტრირება უნდა იჩქარონ. პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკუსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს. რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს – ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day