Home
Category
TV Live Menu

"სმარტი" ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის

59f03a96240e0
BM.GE
25.10.17 11:16
952
ხვალ, 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის.

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით ახალი „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

Subscribe to our news

Get the main news of the day