Home
Category
TV Live Menu

SOCAR ყულევის ტერმინალის სიმძლავრის გაზრდას იწყებს

5742a6f07ada6
BM.GE
23.05.16 10:42
1301
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრეს ზრდის. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ყულევის ტერმინალის მოდერნიზება და გაფართოვება ნავთობის წარმოების ზრდას უკავშირდება.
 
"ნავთობპროდუქტების გადატვირთვის დიდი წილი ყულევზე მოდის, ამიტომ მისი მოდერნიზება ბუნებრივი პროცესია. ამ ეტაპზე ტერმინალის სარეზერვუარო პაკეტის ტევადობა 320 ათასი კუბური მეტრია, SOCAR-ს მისი გაზრდა 380 კუბურ მეტრამდე სურს. ტერმინალის გაფართოვების პროცესი უკვე დაწყებულია და ის სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება", - ციტირებს Trend.az.

ყულევის ტერმინალი ექსპლოატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. ტერმინალიდან დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day