Home
Category
TV Live Menu

"სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი

5890516be326b
BM.GE
31.01.17 12:53
1351
"სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. აღნიშნული მოთხოვნით პრესკონფერენცია საპარლამენტო უმავლესობაში შემავალმა ფრაქციის თავმჯდომარემ გია ჟორჟალიამა გამართა.

„ჩვენ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები განვიხილეთ. ასეთი ჩანაწერი არსად არ არის. გადასახადების თაობაზე განსაზღვრულია, რომ ამას პარლამენტი ან მთავრობა ახორციელებს და არსად წერია, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებისკენ და პასუხისმგებლობის მოხსნისკენ ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, პოლიტიკებს არ განსაზღვრავს და ზოგად ვითარებას - ბაზრის უხილავ ხელს მიანდობს, რისი მოწმეც 25 წელია ვართ.

ჩვენ რადიკალური ცვლილებები და გარღვევა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გჭირდება. ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, სახელმწიფოს შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა ჰქონდეს - უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსკენ უნდა წავიდეთ. სახელმწიფოს სჭირდება ინსტრუმენტები, ამიტომ ჩვენ კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერი (94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები) უნდა ამოვიღოთ. ამას შესაბამისი ცვლილებები კანონშიც მოჰყვება. ვფიქრობ, რომ კარგი დროა, ეს ნაბიჯი გადაიდგას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day