Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Social Impact Award 2021 იწყება

BM.GE
06.04.21 09:43
407
გუშინ UNDP საქართველომ და თიბისი ბანკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ქალთა ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაში. მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. რაც შეეხება Social Impact Award 2021-ს, ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day