Home
Category
TV Live Menu

სოციალურ სათბურში შშმ პირთა მიერ მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი უკვე Goodwill-შია

56d5661624617
BM.GE
01.03.16 13:45
1055
“გლობალ ფარმასა’’ და მერიის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტი - სოციალური საწარმომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის წარმოება დაიწყო, რომელიც თბილისის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. როგორც “საქმიან დილასთან’’ სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისის’’ დირექტორი, ნინო ჭინჭარაული აღნიშნავს, მათი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის მსგავსი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრი შშმ პირთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და შრომით, სოციალურ თუ საგანმანათლებლო აქტივობებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფს.

“ჩვენი ორგანიზაცია 2002 წელს ბენეფიციარების მშობლებმა დააფუძნეს. ამ ეტაპზე 60-მდე ბენეფიციარი გვყავს, რომელთა 50 პროცენტი 18 წლის და მეტი ასაკისაა. სოციალური საწარმოები იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბენეფიციარებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ. იმის გამო, რომ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები არ მუშაობენ, იმის ილუზია არც გვქონია, რომ ამ ადამიანების გარე დასაქმებას შევძლებდით. ამიტომაც ამის კეთება შიდა ბაზარზე დავიწყეთ. შევქმენით სოციალური საწარმოები და შშმ პირები დავასაქმეთ.

ბენეფიციარების მხრიდან კვირაში სამი დღის დატვირთვით მუდმივად 6-დან 8 ადამიანამდეა ჩართული. ბენეფიციარები პერიოდულად იცვლებიან. ამ ეტაპზე მათი ძირითადი საქმიანობა, რაშიც ისინი მონაწილეობენ ეს მარწყვის მოკრეფა და დაფასოვებაა. ჩვენ ეს სათბური იმ პრინციპით გავაკეთეთ, რომ დაკიდებული კონტეინერებია და ქვედა მხარე გრუნტი რაც რჩება იმას ბოსტნეულისთვის ვიყენებთ, შესაბამისად იმასაც ვამუშავებთ. ეს სათბური ჩვენივე ორგანიზაციის შენობა სადაც არის 9 000 კვადრატული ეზო გვაქვს ავჭალაში და იქ არის განთავსებული. გავაკეთეთ საცდელი-სასწავლო სათბური.

2015 წლის მაისში მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურმა ჩვენთვის ეს საჩუქარი გააკეთა, სათბურის პროექტი დაგვიფინანსა. ამ ამბავში ყველაზე განსაკუთრებული ის იყო, რომ წესით დონორები ინფრასტრუქტურას აფინანსებენ, ამ შემთხვევაში ტრენინგების ნაწილიც დაფინანსდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მძიმე შრომა მიდის იქ, სწავლობენ და ინტერესიც მათი მხრიდან საკმაოდ დიდია,“-აცხადებს ნინო ჭინჭარაული.

როგორც ჭინჭარაული აღნიშნავს, „აისის“ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვი ამ ეტაპზე დიღმის “გუდვილის’’ ჰიპერმარკეტში იყიდება და პროდუქტი სხვა ქსელებშიც გავრცელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day