მომდევნო თვეებიდან ფულად სოციალურ შემწეობას 22 311 პირი მიიღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ეს ადამიანები იმ ოჯახებიდან არიან, რომელთა სარეიტინგო ქულები საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვარს არ აღემატებოდა. მათ შორის. 12 122 პირისთვის შემწეობის დანიშვნის პროცედურა მიმდინარეობს.
გასულ თვეში საარსებო შემწეობა შეუჩერდა 6 028 ადამიანს, შეუწყდა - 56 პირს, ხოლო 13 947 -მა საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ძირითად, შემთხვევაში უარს იძულებით გადადგილებული პირები ამბობენ, რომლებიც არჩევანის წინაშე დგანან - რომელი დახმარება მიიღონ სახელმწიფოსგან - სოციალური შემწეობა თუ დევნილის დახმარება.