Home
Category
TV Live Menu

სოციალური ქსელით ტურისტული ღონისძიებების რეკლამირებაში 0.5 მილიონი ლარი დაიხარჯება

5a891a07ea6b7
მარი როჭიკაშვილი
18.02.18 10:12
685
"ჩექინ ჯორჯია 2018"-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების რეკლამირება სოციალური ქსელის ( მაგ. facebook) საშუალებით, ტურიზმის ადმინისტრაციას 500 000 ლარი დაუჯდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტ Check in Georgia–ს ფარგლებში, იგეგმება ტურისტულად მიმზიდველი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა ადმინისტრაციის მხრიდან, რომლის მიზანია შიდა ტურიზმის სტიმულირება და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტებისათვის.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის შექმნა და მართვა, საკომუნიკაციო სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება, ასევე სოციალური ქსელში ინტერნეტ სარეკლამო კამპანიის წარმოებაა.

“აღნიშნული ღონისძება დამატებით ხელს შეუწყობს, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას უცხოურ ბაზარზე”– აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

აქტიური სარეკლამო კამპანია მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day