Home
Category
TV Live Menu

Societe Generale კრიპტოვალუტების ბაზარს აკრიტიკებს

5a0733d54a2dc
BM.GE
12.11.17 12:00
965
ფრანგული ბანკის Societe Generale დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი მმართველი ფრედერიკ უდეა აცხადებს, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას მათი ანონიმურობის გამო, მომავალი არ აქვთ.

მისივე განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კრიპტოვალუტების მომავალს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს მისი რეგულირების სურვილი აქვთ, - აღნიშნულთან დაკავშირებით ფრედერიკ უდეამ CNBC- თან ინტერვიუში ისაუბრა.

"კრიპტოვალუტის უპირატესობა ის არის, რომ იგი ადამიანებს გადარიცხვების ანონიმურად განხორციელების საშუალებას აძლევს, თუმცა მე ვერ ვხედავ კრიპტოვალუტის დიდ მომავალს, რადგან სახელმწიფოები და მარეგულირებლები ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და გადასახადების თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლას დიდ ყურადღებას უთმობენ და მათ აღსაკვეცად ღონისძიებებს ატარებენ. სწორედ გადარიცხვების ანონიმურობაა პრობლემა, რომელიც ბიტკოინის მომავალზე ზეწოლას ახდენს“ - განაცხადა Societe Generale-ის ხელმძღვანელმა ლისაბონში გამართულ კონფერენციაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day