ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასხორში სოკოს საწარმო "ნიჩბურა" გაიხსნა. საწარმო 2016 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის სფერო ხის სოკოს ინტენსიური წარმოებაა.
კოოპერატივი ოქსფამის კონსორციუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია "სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა" და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
მისმა ღირებულებამ 48 000 ევრო შეადგინა.
საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით დაკავდება ყოველ 2 თვეში 4 ტონაზე მეტი მოსავალის აღებას შეძლებს.