Home
Category
TV Live Menu

"სოფლის მეურნეობაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებული პრიორიტეტი არ არის"

585b8a5d62e24
BM.GE
22.12.16 12:08
1017
"ჩვენი სექტორი პოპულარულია და ინვესტორებიც დაინტერესებულები არიან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებით“, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, შიდა ინვესტიციებით, თანხების მობილიზება საკმაოდ მაღალია.

"მაგალითად, როდესაც შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსებაში თანხას ვიხდით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ კრედიტი აიღო და სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია განახორციელა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ კაპიტალურ ხარჯებში მიდის, ესე იგი კერძო სექტორიდან მოხდა დაფინანსება. ასევე, როდესაც ჩვენ საგრანტო პროექტებზე ვსაუბრობთ, თუ ჩვენ თანხები დავხარჯეთ საგრანტო პროექტებში, ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორმა ფული მოიტანა, რადგან გრანტი არ შეიძლება მსხვილი ინვესტიციის 40%-ზე მეტი იყოს. ასე, რომ სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდი თანხების მობილიზებაზე და ინვესტიციაზეა საუბარი. პირდეპირ უცხოურ ინვესტიციებს რაც შეეხება, ეს სოფლის მეურნეობაში წლიდან წლამდე დაახლოებით 14 000 000 აშშ დოლარია.

სოფლის მეურნეობა არ არის სექტორი, სადაც დიდი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ და ამიტომ, ეს ინდიკატორი ჩენთვის ეფექტურობის გასაზომად არასოდეს არ გამოიყენება და მინდა, რომ საზოგადოებამაც კარგად გაიგოს, რომ სოფლის მეურნეობაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებული პრიორიტეტი არ არის. ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალი ტექნოლოგიების მქონე ინვესტორების შემოსვლა, რომლებიც ჩვენი ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის კარგ მაგალითს შექმნიან და ეს მაგალითი სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით აუცილებლად დადებით ეფექტს მოიტანს. სოფლის მეურნეობა მიწაზე საქმიანობას უკავშირდება. ეს ფერმერული საქმიანობაა და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ფერმერები მულტინაციონალური საერთაშორისო კორპორაციები არ არიან, რომლებიც პირდაპირ ინვესტიციებს ამა თუ იმ ქვეყანაში ახორციელებენ ძალიან დიდი მასშტაბით“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day