Home
Category
TV Live Menu

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთი წლით გადავადდება

576a67dfa38d4
BM.GE
22.06.16 14:25
1384
სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთი წლით გადავადდება. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სოფლის მეურნეობის წარმოებაში დასაქმებულების წახალისება და სტიმულირება კიდევ ერთი წლით - 2018 წლის 1 იანვრამდე მოხდება. ამ მიზნით ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და გელა სამხარაული არიან.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების გადავადება, იგი სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებასაც ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით იხილავს, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day