Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა

BM.GE
06.06.23 11:24
79
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა, - ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 8.1 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „საქსტატის“ მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 12.4 პროცენტიანი ზრდით, რაც 6.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. როგორი ზაფხულია სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და რას უნდა ელოდოს ბაზარი?

სტუმარი: ოთარ ბურჯალიანი - კომპანია "ფრუტ ლოჯისტიკას" შესყიდვების მენეჯერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day