სოფლის მეურნეობის პროდუქტების 10%-ით გაძვირება იგეგმება
BM.GE
07.04.22 09:22
• 314
ფერმერები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 10%-ით ზრდას აანონსებენ. ფასების შენარჩუნება მოგების მარჟის შემცირებით ამ ეტაპზე ხდება, თუმცა მცირე დროში, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მაგალითად, იგივე ბოსტნეულზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. მიმდინარე სეზონზე ფერმერებს ტერიტორიის დამუშავება 20-30%ით გუძვირდათ. გაორმაგებულია ფასები სათესლე მასალებზე, ჩითილებზე და სასუქებზეც.