Home
Category
TV Live Menu

სოფლის მეურნეობის პროექტები "ერთიან აგროპროექტში" ერთიანდება

5768fe0704ed7
BM.GE
21.06.16 12:29
1188
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის ქვეშ ერთიანდება - „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მასშტაბური პროექტი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის და ხალხს მეტ სიკეთეს მოუტანს. მისი თქმით, სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რასაც ხელისუფლება ეტაპობრივად მოაგვარებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი სულ მალე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში, რათა ჩვენი მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. მიგვაჩნია, რომ ერთიანი აგროპროექტი, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის დარგში, და ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ - საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი და ჩვენი ხალხი წელში გამართული,” - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day