Home
Category
TV Live Menu

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციას" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

58c6a731c341c
BM.GE
13.03.17 18:04
1028
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ, კომპანიის თანამშრომლებს გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია წარუდგინა.

არჩილ ბუკიას დღემდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში. მათ შორის საქართველოს თანადაფინანსების ფონდში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day