Home
Category
TV Live Menu

SoftBank-ის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკაში $50 მილიარდის ინვესტირებას და 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს

5847ac4046e8a
BM.GE
07.12.16 10:27
1075
SoftBank-ის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკაში $50 მილიარდის ინვესტირებას და 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს. Masayoshi Son-მა აღნიშნული ინიციატივა დონალდ ტრამპთან 45 წუთიანი შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა.

კორეელი ტელეკომის მაგნატი, რომელმაც საკუთარი ქონება Softbank-ის მეშვეობით დააგროვა, Tramp Tower-ის პროექტებში ინვესტირებას გეგმავს, თუმცა კონკრეტული დეტალები შეხვედრის შემდეგ ცნობილი არ გამხდარა.

თავის მხრივ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ Softbank-ის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებს უკავშირდება.

50 000 სამუშაო ადგილის შექმნას Softbank სტარტაპებში ინვესტრებით აპირებს. თანხის დონაცია იმ ფონდიდან მოხდება, რომელშიც კაპიტალს საუდის არაბეთის ინვესტორები და პარტნიორები ფლობენ.




Subscribe to our news

Get the main news of the day