Home
Category
TV Live Menu

სოკარი: საწვავის ფასის 2 ლარზე ქვემოთ ჩამოსვლას ნამდვილად არ ვვარაუდობთ

58aec81aaca1a
ელენე გოგბერაშვილი
23.02.17 15:29
1012
კომპანია "სოკარი" ბაზარზე საწვავის 2 ლარზე ქვემოთ ჩამოსვლას არ ელოდება. როგორც "სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ნავთობზე მხოლოდ აქციზის კომპონენტის ზრდის გამო საწვავის 20 თეთრით გაძვირება მოუწიათ. ლევან გიორგაძის თქმით, ლარის კურსისა და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტრენდის გათვალისწინებით ფასების მნიშვნელოვანი შემცირება მიმდინარე წელს მოსალოდნელი არ არის. გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე კომპანია მოხმარების შემცირებასაც პროგნოზირებს.

"საწვავის ფასზე მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები. ვინაიდან ეს ფასები დოლარში კვოტირდება, გაცვლითი კურსიც ახდენს მასზე გავლენას და ასევე აქციზის გადასახადი. ბოლო პერიოდში სამივე კომპონენტმა ზრდა განიცადა. ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ რაიმე შეიცვლება. ამიტომ 2017 წელს ასეთი ფასები იქნება თუ არ შემცირდა. 2 ლარზე ქვემოთ ჩამოსვლას ნამდვილად არ ვვარაუდობთ. ფასების ზრდიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ საწვავის მოხმარებაც შემცირდეს’’-განუცხადა ლევან გიორგაძე "ბიზნესკონტრაქტს".

Subscribe to our news

Get the main news of the day