"სოკარმა" ბორჯომის სტიქიისთვის საწვავი გამოყო. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
"სამწუხაროდ, სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა, მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.
აუცილებელია, ერთმანეთს მივცეთ მაგალითი და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით.
კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად გამოყო:
45 ტონა ავიასაწვავი
10 ტონა ბენზინი
10 ტონა დიზელი.
ასევე, მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე. ერთად გადავარჩინოთ ბორჯომის ტყე",- ნათქვამია განცხადებაში.