Home
Category
TV Live Menu

სოლიდარობის ფონდსა და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" შორის მემორანდუმი გაფორმდება

59412bfa99973
BM.GE
14.06.17 16:21
969
15 ივნისს, 10:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის თანახმად "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" ფონდის მხარდასაჭერად თანამშრომლობის ორ მექანიზმს გააქტიურებს. კერძოდ: კომპანიის თანამშრომლები ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ნებაყოფლობით დონაციას განახორციელებენ სოლიდარობის ფონდში და მის მიერ გაყიდული თითოეული „კრიტიკული დაავადებები“-ს პაკეტის ღირებულებიდან ყოველთვიურად განახორციელებს კონკრეტული თანხის მობილიზებას სოლიდარობის ფონდში სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების დასახმარებლად.

Subscribe to our news

Get the main news of the day