Home
Category
TV Live Menu

სოლომონ მენაბდიშვილი: Booking.com სასტუმროებს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას უზღუდავს

586df65d8dc86
BM.GE
05.01.17 11:30
1091
კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის სოლომონ მენაბდიშვილის განცხადებით, Booking.com-თან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი დებულების მიხედვით სასტუმროებს არ აქვთ უფლება არსებულზე დაბალი ფასი დაუწესონ სხვა ონლაინ პორტალებს (ბუქინგკომის კონკურენტებს). როგორც მენაბდიშვილი განმარტავს, თვითონ სასტუმროსაც თავის ვებ-გვერდზე არ შეუძლია უფრო დაბალი ფასის დაწესება.

"ეს ყველაფერი ფასის ზრდას იწვევს, რადგან სასტუმროს არ აქვს სურვლი ვინმე სხვას დაბალი ფასი შესთავაზოს. ასევე ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლებას და თავისუფალი კონკურენციას ზღუდავს, რადგან სასტუმროებს უზღუდავს ფასის განსაზღვრის თავისუფლებას”, - განმარტავს მენაბდიშვილი.

როგორც სოლომონ მენაბდიშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული დებულების გამო Booking.com დააჯარიმეს საფრანგეთსა და გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციიის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ განცხადება კონკურენციის სააგენტოში შეიტანა. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, განხორციელდა Booking.com-ის ქართულ წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია. სააგენტომ 10 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day