სომხეთი ირანის საზღვართან თავისუფალ ეკონომიკურ ზონას აამოქმედებს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ სურენ კარაიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, სომხეთში მეგრში თეზ-ის ამოქმედებას ნოემბრიდან გეგმავს.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ირანის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმდა მემორანდუმი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ირანული და სომხური თიზ-ების თანამშრომლობაზე იმუშავებს.
სომხეთის მთავრობამ 3 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება "თავისუფალი ეკონომიკური ზონა მეგრის" შექმნის თაობაზე. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ თეზ-ის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 2,5 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაიზრდება ექსპორტი 30%-ით.
თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაა ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.