Home
Category
TV Live Menu

სომხური კომპანიები ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დამაბრკოლებლად ლარსის გამშვებ პუნქტს ასახელებენ

5880b1a8c9311
BM.GE
19.01.17 16:27
1131
სომხური გადამზიდავი კომპანიები ევროპაში ტვირთების გადაზიდვის დამაბრკოლებლად ლარსის გამშვებ პუნქტს ასახელებენ - ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

მათი ინფორმაციით, კომპანიები ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის პრობლემებთან დაკავშირებით სომხეთის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდნენ, სადაც ერთ-ერთ ძირეულ პრობლემად ამინდის გამო ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის შეფერხებები დაასახელეს.


"მინისტრმა კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეს საკითხი ქართველ კოლეგებთან დეტალურად განიხილა და მიიღო პირობა, რომ კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაიწმინდოს გზა და გამშვებ პუნქტებზე დოკუმენტაციის გაფორმების პროცედურები დაჩქარდეს",- აღნიშნავს სომხური გამოცემა arka.am.

Subscribe to our news

Get the main news of the day