Home
Category
TV Live Menu

სომხური მედია: სომხეთი მზადაა, ქართველ ბიზნესმენებს ირანთან საზღვარზე ეკონომიკური ზონის მოწყობაში დაეხმაროს

58f778a8e8a5e
სალომე მეცხვარიშვილი
20.04.17 11:38
828
"სომხეთი მზადაა, ქართველ ბიზნესმენებს ირანთან საზღვარზე ეკონომიკური ზონის მოწყობაში დაეხმაროს",- ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სომხური მხარე პროექტში ინვესტიციისთვის მზადაა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის სურენ კაპარიანის ინფორმაციით, სომხეთი მერგის რეგიონში ირანთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობასთან დაკავშირებით ქართველ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მისივე თქმით, მანამდე გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი, რომ ჩაერთოს სომხეთის სამხრეთში ირანის საზღვართან თავისუფალი ზონის მოწყობის პროექტში.

"ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მაისის ბოლოს სომხეთში ქართული ბიზნეს-დღეები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას დაინტერესებული ბიზნესმენები მიიღებენ“,- განაცხადა მინისტრმა.

მარტის ბოლოს სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტლება სიუნიკის რეგიონში ირანის საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობასთან დაკავშირებით. საერთო ფართობი 32 ჰექტარი იქნება. პროექტისთვის 32 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „საქმის კურსი“ საქართველო-ირანის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან განგვიცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის არაფერია ცნობილი.

„რაში უნდა გამოვიყენოთ სომხეთში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა?! ჩვენ ირანთან ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ამიტომ, გაუგებარია, ვინ არის დაინტერესებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით“,- აცხადებს მთვრალაშვილი.

იდეის შესახებ ასევე არაფერია ცნობილი ბიზნესმენ ნაზი ალასანიასთვის, რომელსაც ირანიდან ბიტუმი შემოაქვს.

"რაში გამოგვადგება იქ ჩვენ თავისუფალი ზონა? მაინც გადმოვდივართ და ვანბაჟებთ საქონელს საქართველოში. ჩვენთვის არავითარი შეღავათი არ აქვს თუ სომხეთში გაიხსნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა",- აცხადებს ნაზი ალასანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day