Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Sony Music Publishing-მა საქართველო რუსეთის დაფარვიდან ამოიღო

BM.GE
01.08.22 12:23
175
მსოფლიოში უდიდესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ, Sony Music Publishing-მა საქართველო რუსეთის დაფარვიდან ამოიღო და პოლონეთის ოფისის მეშვეობით პირდაპირ გახდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ნებისმიერი ტიპის მუსიკის ყიდვისთვის გადახდილი თანხა რუსეთის ეკონომიკაში მიემართება, დღეიდან ეს უკვე პოლონეთის გავლით განხორციელდება. 

სონიმდე რუსეთის დაფარვიდან საქართველო ასევე ამოიღეს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები გახდნენ მსოფლიოს უდიდესი ფონოგრამების დამამზადებელი კომპანია Universal Music Group-ი და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლობა Universal Music Publishing Group-ი.

სტუმარი: გიგა კობალაძე - საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day