Home
Category
TV Live Menu

სოროსის სპიკერი: ამჯერად ბრიტანული ფუნტის წინააღმდეგ ჯორჯ სოროსს არ უმოქმედია

5770fb87cf9fd
BM.GE
27.06.16 14:07
1219
„ჯორჯ სოროსს, ფუნტის წინააღმდეგ სპეკულაციურად არ უმოქმედია“, - განაცხადა მილიარდერის სპიკერმა. მისივე თქმით, ინვესტორმა Brexit-ის გამო მოგების მიღება შეძლო, თუმცა ის არ უკავშირდება ფუნტს და ისეთ ქმედებებს, როგორსაც 1992 წელს ჰქონდა ადგილი.
 
„როდესაც სოროსი ამბობდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში უნდა დარჩენილიყო, ეს ფუნტის მიმართ სპეკულაციური საქციელი არ იყო. მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე არსებული გაურკვევლობის ფონზე, სოროსმა მოგების მიღება სხვა ინვესტიციებით შეძლო", - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ბრიტანული ფინტი 31 წლიან მინიმუმამდე დაეცა, დღეს დილით კი ის 2%-ით შემცირდა აშშ დოლარის მიმართ.

Subscribe to our news

Get the main news of the day